ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება-განვითარება ყარაჯალის სკოლის მოსწავლეებთან ერთად აღნიშნა სკოლის კოლექტივმაც.
შესაბამისი კათედრის პედაგოგებმა ჩაატარეს სპორტული შეჯიბრებები ფრენბურთში, შაშში, თოკის გადაწევაში.
ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები სკოლის მანდატურებიც. შეჯიბრი იყო სახალისო და ხელი შეუწყო, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას სკოლაში, ასევე ურთიერთთანამშრომლობას.
ასევე აღსანიშნავია, რომ ყარაჯალის სკოლაში ფუნქციონირებს ექიმის კაბინეტი. საჭირობის შემთხვევაში მოსწავლეებს ემსახურება სკოლის ექიმი.