წალკის მუნიციპალიტეტის, სამების საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულის დადგომა, დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე სკოლის პედაგოგებსა და დედებს ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს.
სკოლის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ - დედაზე დაწერილი ლექსები და გამონათქვამები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
იხილეთ ფოტოები