წალენჯიხის N7 საჯარო სკოლაში „მკითხველთა კლუბი“ ფუნქციონირებს.
კლუბის მიზანია მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება. მოსწავლეები კვირის ერთ დღეს ეცნობიან და კითხულობენ სხვადასხვა მწერლების შემოქმედებას და ეზიარებიან მათთვის საყვარელი პოეტების ლექსებს.
28 თებერვალს სკოლაში ჩატარდა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით „წიგნის კითხვის დღე“. კლუბში მონაწილე მოსწავლეებმა წაიკითხეს შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსნის“ ნაწყვეტები.
ასევე, ჩართული იყვნენ მოსწავლეთა მშობლები, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს წაეკითხათ ჩვენი თანამემამულის - წალენჯიხელი პოეტის ტერენტი გრანელის ლექსები.
იხილეთ ფოტოები