ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში ჯავახეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით ლექცია-პრეზენტაცია თემაზე: „ჯავახეთის დაცული ტერიტორიები“ ჩაატარეს.
თემამ მოსწავლეები ძალიან დაინტერესა და გაიმართა აქტიური ინტერაქცია. მოსწავლეებმა უამრავი შეკითხვა დაუსვეს სააგენტოს წარმომადგენლებს, რაზედაც სტუმრების მხრიდან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
პრეზენტაციის დასასრულს, სტუმრებმა სკოლას ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შესახებ ბუკლეტები და წიგნები გადასცეს.
იხილეთ ფოტოები