2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 67 344 მასწავლებელია დარეგისტრირებული, მათ შორის 58 209 ქალია, 9 135 კი - მამაკაცი.
Etaloni.ge გთავაზობთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს, იმის შესახებ თუ როგორია სქესთა გადანაწილება სკოლებში - რამდენად გაიზარდა ან შემცირდა წინა წლებთან შედარებით, პედაგოგობის მსურველი მამაკაცების რიცხვი და რა ტენდენციაა სკოლებში.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 სასწავლო წლის განმავლობაში პედაგოგების საერთო რაოდენობა მცირედით არის შეცვლილი. 2014-2015 სასწავლო წელთან შედარებით, 2018-2019 სასწავლო წელს 50-ით ნაკლები პედაგოგი გვყავს.
ამასთან, 2014-2015 სასწავლო წელთან შედარებით, გაზრდილია ქალი პედაგოგების რიცხვი, მამაკაცების კი შემცირებულია: 2018-2019 სასწავლო წელს სკოლებში 484-ით ნაკლები კაცი, ხოლო 434-ით მეტი ქალი მასწავლებელი ასწავლის.
იხილეთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ბოლო 5 სასწავლო წლის განმავლობაში მასწავლებელთა გენდერული გადანაწილება:
2014-2015 სასწავლო წლის დასაწყისისთვის სულ - 67 394 პედაგოგი; აქედან ქალი - 57 775, ხოლო მამაკაცი - 9 619;
2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისისთვის სულ - 66 373 პედაგოგი; აქედან ქალი - 57 015, ხოლო მამაკაცი - 9 358;
2016-2017 სასწავლო წლის დასაწყისისთვის სულ - 65 445 პედაგოგი; აქედან ქალი -56 338, ხოლო მამაკაცი - 9 107;
2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისისთვის სულ - 66 634 პედაგოგი; აქედან ქალი -57 552, ხოლო მამაკაცი - 9 082;
2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის სულ - 67 344 პედაგოგი; აქედან ქალი - 58 209, ხოლო მამაკაცი - 9 135.