თბილისის N108 საჯარო სკოლაში კლუბი - „ციფრული მოქალაქე“ წარმატებით ფუნქციონირებს
08-03-2019

თბილისის N108 საჯარო სკოლაში კლუბი - „ციფრული მოქალაქე“ წარმატებით ფუნქციონირებს. 

კლუბის მიმართულებაა თანამედროვე ტექნოლოგიები და ეკონომიკის ელემენტები.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ისტ-ის უნარების გარეშე წარმოუდგენელია დღეს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება.

„სასწავლო პროცესის პროგრესი დღეს წარმოუდგენელია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) გარეშე. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამ საგანმა არა მხოლოდ ტექნიკური უნარ-ჩვევები შესძინოს მოსწავლეს, არამედ შექმნას ხელსაყრელი პირობები  21-ე საუკუნის პიროვნების ჩამოსაყალიბებლად. სასწავლო პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მხარე აქვს, კერძოდ: ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას, საგანთა ინტეგრირებას. შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია პრობლემებზე დაფუძნებული კონსტრუქტივისტული საკლასო გარემოს შესაქმნელად. ისტ-ი გვეხმარება თვალსაჩინოებების შექმნაში, რომლებიც საჭიროა პროცესებისა და აქტივობების უკეთ აღქმაში. ისტ-ის გამოყენება დაგვეხმარება ვიზუალური თუ რაოდენობრივი კანონზომიერებების აღმოჩენაში. ისტ-ის უნარების გარეშე წარმოუდგენელია დღეს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება, ახლის ძიება, ინფორმაციასთან თუ საზოგადოებასთან კომუნიკაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თვითგანვითარებისათვის და ამავდროულად ჩვენი პროგრესის თვითმონიტორინგისათვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

კლუბის ბლოგი იხილეთ ბმულზე

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203