ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები კულინარიულ კონკურსში მონაწილეობდნენ, რომელიც ყვარელში, მეღვინეობა „ხარებას“ და ნეკრესის ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრის, ასევე, ყვარლის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ამირან კიკილაშვილმა, ნინო ბერიძემ და დაიან მახარაძემ აჭარისათვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძები წარუდგინეს კონკურსის ჟიურის და დიდი მოწონება დაიმსახურეს. მოსწავლეებმა გამოაცხვეს აჭარული ხაჭაპურიც.
კონკურსი აგრეთვე ითვალისწინებდა სუფრის სერვირებასა და ხილის ასორტის ლამაზად გაფორმებას.
მოსწავლეები სამახსოვრო სიგელებით და ფულადი ჯილდოებით დაჯილდოვდნენ.
კულინარიული კონკური ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები