ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის წყალწმინდის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები საბა გოგსაძე და საბა ბედინეიშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.
შეხვედრა შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფში“ მიმდინარეობდა და მას პროგრამა სამოქალაქო ინიციატივები „მომავლის თაობაში“ ჩართული სკოლების შერჩეული ლიდერი მოსწავლეები ესწრებოდნენ.
„ძალიან საინტერესო, კარგად ორგანიზებული, აქტუალური, ცოცხალი მედიატური, ბევრი შთაბეჭდილებით, აქტიური პოლემიკებით და საიმედო დასკვნებით“ - ასე შეაფასეს მოსწავლეებმა შეხვედრა.
იხილეთ ფოტოები