ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დედაზე დაწერილი ლექსები და გამონათქვამები წაიკითხეს და დედისთვის მიძღვნილი სიმღერები შეასრულეს.
მოსწავლეებმა დედებსა და მასწავლებლებს საკუთარი ხელით შექმნილი ყვავილების თაიგულები და მისალოცი ბარათები მიართვეს.
იხილეთ ფოტოები