კირიხლოს საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
08-03-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის, კირიხლოს საჯარო სკოლაში 6 და 7 მარტს დედისა და ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიებები გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, 6 მარტს ქართული ენის პოპულარიზაციის, მოტივაციის ამაღლებისა და მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდის მიზნით ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებელი ნანა არაბული (პროგრამა: „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერა“) ესტუმრა იმ მოსწავლეთა ოჯახებს, რომელთა შვილებიც ქართულ ენაში მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან და დედებს მადლობის წერილები, მოსაწვევი ბარათები და ყვავილების თაიგულები გადასცა. პედაგოგმა მშობლებს მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მათთან ქართული ენის შესწავლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

7 მარტს კი სკოლაში, ქართული ენის პოპულარიზაციის, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების, საპრეზენტაციო უნარების გამომუშავების და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებას მოსწავლეთა მშობლები და სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ. მე-2, მე-6 და მე-10 კლასის მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ.  ქართულ ენაზე იმღერეს და ქართული ნაციონალური ცეკვები შეასრულეს.

სკოლის აღსაზრდელებმა დედებს ხელნაკეთი თაიგულები და მისალოცი ბარათები მიართვეს.

ღონისძიებას ორგანიზება ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებელმა ნანა არაბულმა (პროგრამა: „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერა“) გაუწია.

ღონისძიების მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული ამავე სკოლის დამხმარე მასწავლებელი აფთაბ ეფენდიევა და ადგილობრივი პედაგოგები;

მოსწავლეები ქართულ ენაზე წაკითხულ ტექსტებსა და სიმღერებს აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნიდნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203