ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, კარწახის საჯარო სკოლაში ცნობილი სომეხი მწერლის ჰოვანეს თუმანიანის დაბადებიდან 150 წლისთავს ღონისძიება მიუძღვნეს.
ღონისძიება სომხური ენის მასწავლებელმა ვართითერ ბერაკჩიანმა მოამზადა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მწერლის ლექსები წაიკითხეს და მის ლექსებზე დაწერილი სიმღერები შეასრულეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ასევე ჰოვანეს თუმანიანის მოთხრობის ინსცენირება დადგეს.
„ღონისძიებამ ლამაზად ჩაიარა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტო