ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალეს N4 საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა.
კვირეულის ფარგლებში უფროსკლასელებმა მოიძიეს ინფორმაცია ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და ჩაატარეს პრეზენტაცია ამ თემაზე, უმცროსკლასელებმა კი შეისწავლეს ლექსები, სიმღერები და ცეკვები და მშობლების და მასწავლებლების წინაშე წარსდგნენ თავითი შემოქმედებით.
ღონისძიების დასასრულს პატარებმა დედები ყვავილებით დაასაჩუქრეს.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა მუსიკის მასწავლებელი ირმა ჯანაშვილი.
იხილეთ ფოტოები