ბენარის საჯარო სკოლის I-VI კლასის მოსწავლეებმა დედის და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.
ღონისძიების მონაწილე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას სხვადასხვა ნომერი წარმოუდგინეს.
მოსწავლეები აუდიტორიამ ტაშით დააჯილდოვა.
„ბავშვებმა ეს დღე მიულოცეს მშობლებს, პედაგოგებსა და დამსწრე საზოგადოების ყველა ქალს. მადლობა მათ ღონისძიებისთვის“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო