ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ზემო წინსვლის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ეთერ ტაკიძემ III კლასის მოსწავლეებს ხელოვნებაში საინტერესო და შემოქმედებითი გაკვეთილი ჩაუტარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებელმა მოსწავლეები ჯგუფში ამუშავა და საუკეთესო შედეგიც მიიღო.
„მოსწავლეებმა რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულება შეძლეს. პედაგოგი ძალიან აქტიური და შრომისმოყვარეა, უყვარს ბავშვებთან დაუღალავი შრომა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები