„მათთვის მამა არის ის პიროვნება, რომელიც მართალია“ - როგორ გრძელდება 8 დედმამიშვილის ცხოვრება, რომლებიც მამას სახლში გამოკეტილი ჰყავდა
08-03-2019

ლენტეხის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსის ბადრი ქარდავას განცხადებით, სოფელ რცხმელურში მცხოვრები 8 ბავშვი, რომლებსაც მშობლების გადაწყვეტილებით, სკოლაში არასდროს უვლიათ კვლავ თბილისში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

რესურსცენტრის ხელმძღვანელი etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ბავშვების აზროვნებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა არ მომხდარა და მათ მამისა და დედის შეხედულებები მართებულად მიაჩნიათ.

„ბავშვები დედასთან ერთად კვლავ თბილისში არიან ფსიქოლოგების და სოც-მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ. უკან არ დაბრუნებულან და მგონი არც დაბრუნდებიან. რამდენიმე დღის წინ მქონდა საუბარი სოციალურ მუშაკებთან, რომელიც სასამართლო პროცესზე იყვნენ დაბარებულნი, ისევე როგორც მე და სკოლის დირექტორი. როგორც სოციალური მუშაკებმა თქვეს, ამ ეტაპზე ბავშვები კვლავ მამის გავლენის ქვეშ არიან და მიაჩნიათ, რომ მისი შეხედულებები სწორი და მართალია, ისევე როგორც დედამისის. ეს გავლენა განსაკუთრებით დიდია უფროს შვილებში.

ფსიქოლოგების მუშაობის შედეგად, შესაძლებელია რაიმე შეიცვალოს, ამ ეტაპზე როგორც ლაპარაკობენ, მნიშვნელოვანი გარდატეხა ბავშვების აზროვნებაში და ქცევაში არ არის. მათთვის მამა არის ის პიროვნება, რომელიც მართალია და ყველაფერს სწორად აკეთებდა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შესაძლებელია ფსიქოლოგების დახმარებით, მათ გარკვეული ნაბიჯები წინ გადადგან, განსაკუთრებით მცირეწლოვანმა ბავშვებმა, ვინაიდან უფროსებისთვის შეხედულებების შეცვლა გაცილებით რთული იქნება“, - განაცხადა ბადრი ქარდავამ.

რაც შეეხება ბავშვების მამას, ამირან დევნოზაშვილს, მისთვის სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია და საქმის განხილვის პროცესი ისევ გრძელდება.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის რცხმელურის საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ტვილდიანი კი აღნიშნულთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას არ ფლობს.

„არანაირ ახალ ინფორმაციას აღარ ვფლობ, ვიცი მხოლოდ ის რომ ბავშვები და დედა თბილისში არიან, თავიდან ისინი სოციალურ სახლში ჰყავდათ, შემდეგ კი ცალკე ბინა დაუქირავეს და იქ არიანო. კონკრეტულად, სად არ ვიცი“.

იხილეთ ასევე: მამაკაცი, რომელმაც სვანეთში 8 შვილი სახლში გამოკეტა დაკავებულია - რას წერდა სახალხო დამცველი უცნაურ ფაქტზე

რა ხდება 8 შვილიან ოჯახში, რომელთა მამაც იძულების მუხლით დააკავეს? – Etaloni.ge-მ დამატებითი დეტალები მოიპოვა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203