აბაშის მუნიციპალიტეტის, წყემის საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
„დედა-სიცოცხლე ჩაუქრობელი, დედა-მოხეტიალე ანგელოზი, ადამიანები, რომლებიც ყოველთვის შვილების ჩრდილქვეშ დალიცლიცებენ. ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა!“,- ეს სიტყვები ლაიტმოტივად გასდევდა ღონისძიებას.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი ნომრებით წარსდგნენ - დედაზე დაწერილი ლექსები და გამონათქვამები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
იხილეთ ფოტოები