ლაფანაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედისა და ქალთა დღეებს ღონისძიება მიუძღვნეს
08-03-2019

ლაფანაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დაწყებითი კლასის მასწავლებლის ეკა მუშტაშვილის ხელმძღვანელობით, დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მასწავლებლებს და დედებს  გაზაფხულის დადგომა ლექსებით, სიმღერითა და საცეკვაო ნომრებით მიულოცეს.

მოსწავლეებმა ასევე საკუთარი ნახატებითა და მისალოცი ბარათებით ორენოვანი სტენდი 
შექმნეს. 
ღონისძიებაში მოსწავლეთა მამებიც მონაწილეობდნენ. 

როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, დამსწრე საზოგადოებისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა მე-8 კლასის მოსწავლის ქრისტინე ყვირილიანის „დებიუტი“. 

იხილეთ ვიდეოები და  ფოტოები 



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203