დაბა ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა გარემოსდაცვით პროექტში აქტიურად ჩაერთო
08-03-2019

ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში“ პირველად ჩაერთო. 

სკოლაში შეიქმნა ეკო კლუბი „მწვანე სამყარო“, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში გეგმავდა და ახორციელებდა სხვადასხვა ღონისძიებსა და პროექტს.

სკოლის გუნდი გადავიდა ნახევარფინალში, რომელიც ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა.

მოსწავლეები CENN-ის წარმომადგენლებისგან დასაჩუქრდნენ. 

„იმერეთის რეგიონის 32 სკოლიდან ფინალში გადავიდა სულ ექვსი სკოლა, მათ შორის  ,,მწვანე სამყარო“, რომელმაც ფინალში მესამე ადგილი დაიკავა. ფინალი თბილისში, 21 მარტს, ტყეების საერთაშორისო დაცვის დღეს, გაიმართება“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია უკვე 4 წელია ხორციელდება საქართველოს სკოლებში. პროექტს ამიერკავკასიის საერთაშორის ორგანიზაცია CENN ახორციელებს. წლევანდელი თემა მდგრადი განვითარების 17 მიზანს მოიცავს. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203