თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში მე-5(1), მე-5(3) და მე-6(2) კლასებში, ნინო ლოსეურაშვილის ხელმძღვანელობით, მათემატიკის კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენცია მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ინფორმაციის მოძიებისა და პრეზენტაციისთვის საჭირო უნარების განვითარებას.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მათემატიკის სხვადასხვა თემებიდან საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაციები წარმოადგინეს.
იხილეთ ფოტოები