იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე-8/2 კლასში (დამრიგებელი ნატო რუხაძე) გეოგრაფიაში თემაზე - ტრანსპორტი და მისი სახეები პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა.
სკოლის აღსაზრდელებს გეოგრაფიას პედაგოგი მაია როხვაძე ასწავლის.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს და ისაუბრეს საავტომობილო, სარკინიგზო, საავიაციო, საზღვაო და მილსადენ ტრანსპორტზე და თუ რა როლს ასრულებენ ისინი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ისაუბრეს მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე.
„ბევრ საინტერესო პროექტს ვუსურვებთ მაია როხვაძეს და მის მოსწავლეებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები