''მოგზაურობა წარსულში'' - პროექტი, რომელიც სწავლის პროცესს უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდის
28-02-2017

NNJP პროექტის ''მოგზაურობა წარსულში'' ფარგლებში ქუთაისის მეცხრამეტე სკოლაში დაარსებულ ისტორიის მოყვარულთა კლუბის ''არისტოტელე''-ს მორიგი შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრა კლუბის მეურვემ, სკოლის ისტორიის პედაგოგმა ლალი კეჭყემაძემ ისტორიულ კლუბ ''არისტოტელეს'' წევრ მოსწავლეების მშობლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან გამართა. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პროექტის აქტუალობაზე, რომლის თანაპარტნიორია ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, ასევე ქუთაისის N15, N19 და გეგუთის N1 სკოლები. 

როგორც ისტორიის მოყვარულთა კლუბის მეურვე ლალი კეჭყემაძე აღნიშნავს, პროექტი მოსწავლეებს აძლევს საშუალებას სწავლა გახდეს უფრო საინტერესო და სახალისო:

"პროექტი მოსწავლეებს უვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს, სწავლობენ ჯგუფურ თანამშრომლობას და კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, მოსწავლე ახდენს ცოდნის ტრანსფერს, სისტემატიზაციას და სკოლაში მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებასთან ინტეგრირებას. აღნიშნულმა მიმართულებებმა მშობელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია და ამ პროექტში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს ."

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203