ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლე დიანა ძირკვაძე ქვემო ქართლის გუბერნატორმა დააჯილდოვა
11-03-2019

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა და მარნეულის ადგილობრივმა თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის წარჩინებულ მოსწავლეებს 8 მარტი მიულოცეს და სპეციალური საჩუქრები გადასცეს. 

მათ შორის იყო ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე დიანა ძირკვაძე, რომელიც სკოლის წარმატებული მოსწავლეა. 

„მოსწავლეთა აზრით, ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი უფრო მეტ მოტივაციას მისცემს მათ სწავლასა და სასწავლო პროექტებში შემდგომი ჩართულობისთვის“ - აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203