ვანის მუნიციპალიტეტის, ტობანიერის საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „მსკ“ ჩატარდა.
მხიარულთა და საზრიანთა კლუბების შეჯიბრს ჟიური აფასებდა. მოსწავლეები შეჯიბრში ხალისით ჩაერთნენ და თავი წარმოაჩინეს.
პირველი ადგილი XI კლასის მოსწავლეებმა დაიკავეს, მეორე ადგილზე კი VII კლასის მოსწავლეები გავიდნენ.
მოსწავლეები სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები