თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლა აქტიურად აგრძელებს ღონისძიებებს საქველმოქმედო მიმართულებით.
ამჯერად, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელთან, ლელა დულუზაურთან ერთად სოფელ გოჯიაანებში მცხოვრებ მარტოხელა და სოციალურად დაუცველ მოხუცს, ქალბატონ ქეთევან ტუშურს ეწვივნენ.
ბავშვებმა მოხუცს გადასცეს საკუთარი სახსრებით შეგროვილი სხვადასხვა პროდუქტი და ტკბილეული.
„მოხუცი მოსწავლეების ვიზიტმა და ყურადღებამ ძალიან გაახარა. მან დიდი მადლობა გადაუხადა ბავშვებს და კლასის ხელმძღვანელს და სკოლის ადმინისტრაციას“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები