თბილისის N108 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „მაინდერების“ წევრები სისხლის დონაციის აქციაში ჩაერთნენ
11-03-2019

თბილისის N108 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი „მაინდერების“ წევრებმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგ თეა ხმალაძესთან ერთად პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში დაგეგმეს და განახორციელეს პროექტი სახელწოდებით „თანადგომა“. 

პროექტის შესახებ სკოლის წარმომადგენელმა ვრცლად ისაუბრა: 

„აღნიშნული პროექტის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, როცა სოციალურ ქსელში მოსწავლეების ყურადღება მიიქცია სისხლის საჭიროებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრმა თხოვნა/განცხადებამ, რომელთათვისაც რამდენიმე წვეთ სისხლსაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ითხოვდნენ დონორს. იქიდან გამომდინარე, რომ მათდამი გამოხმაურება ძალიან მცირე იყო (თითქმის არ იყო), გადაწყვიტეს, გაეკეთებინათ პროექტი, რომლითაც მცირე დახმარებას მაინც გაუწევდნენ აღნიშნული პრობლემის მქონე ადამიანებს და მცირე წვლილს შეიტანდნენ ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივებაში“. 

მოსწავლეებმა დაგეგმეს აქტივობები, გადაინაწილეს დავალებები და შეუდგნენ მუშაობას. 

პროექტის ერთობლივი განხორციელების მიზნით თანამშრომლობითი ურთიერთობა ჩამოყალიბდა პროექტში მონაწილე მოსწავლეებს, სკოლის ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მშობლებს შორის.

იხილეთ ფოტოები 

(ვიდეო იხილეთ აქ https://www.facebook.com/872447929532805/videos/738599129856445/ )  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203