ვანის მუნიციპალიტეტის, უხუთის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ჟუჟუნა ბაჯაძის ხელმძღვანელობით, დედებს დედის დღე მიულოცეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, დღესასწაულთან დაკავშირებით ჟუჟუნა ბაჯაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული და ცოდნის დემონსტრირებით ცდილობდნენ გაეხარებინათ დედების გულები.
ღონისძიებას სკოლის დირექტორი თინა დიაკონიძე, დაწყებითი კლასის პედაგოგი ციცინო ჩუბინიძე, ინგლისურის პედაგოგი ელისო ღვიტიძე და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები