საჩხერის მუნიციპალიტეტის, მერჯევის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე თაკო ჭხორიამ კონკურსის - ,,ლავუაზიეს წრე“ ფინალში გაიმარჯვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, თაკო ჭხორიამ თავისუფალი უნივერსიტეტის გამოცხადებული კონკურსის - ,,ლავუაზიეს წრე“ I ტურშიც გაიმარჯვა და თავისუფალი უნივერსიტეტის ნებისმიერ პროგრამაზე ჩაბარების შემთხვევაში 4 წლის მანძილზე ცოდნის ფონდის 9000- ლარიან სასწავლო გრანტს მიიღებს. გრანტი მის მიერ გადასახდელ თანხას წელიწადში 2250 ლარით შეამცირებს.
8 მარტს კი კონკურსის მეორე ფინალური ტური გაიმართა, სადაც თაკომ კვლავ გაიმარჯვა და 2020 წლის ივლისში ორი თვით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება.
„წარმატებები თაკოს, ვიცით, კვლავ გვასახელებს და შორს გაიტანს მშობლიური სკოლის სახელს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.