ტრადიციულად, კარწახის საჯარო სკოლა სასკოლო თუ არასასკოლო ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს.
ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარეს. მოსწავლეებს კლასის დამრიგებელი სირანუშ ბაბელიანი და სომხური ენის მასწავლებელი სათენიკ ვარდერესიანი ხელმძღვანელობდნენ.
„კლასის ოთხივე მოსწავლემ ისე ლამაზად წარმოაჩინა თავი, რომ მსმენელს თვალზე ცრემლი მოადგა. ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად შეასრულეს ცეკვა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები