თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაცია - „ქალები, რომლებმაც შეცვალეს სამყარო“ წარუდგინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მეათეკლასელებმა პრეზენტაციაზე სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მიიწვიეს, ქალთა უფლებებზე ისაუბრეს და აუდიტორიას გააცნეს ქალები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობდნენ და დაამსხვრიეს მანამდე არსებული სტერეოტიპები, მდედრობითი სქესის წარმომადგენლების ინტელექტუალური და ფიზიკური შესაძლებლობების შესახებ.
პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია გაიმართა. მოსწავლეებმა თავიანთი აზრი გამოთქვეს გენდერულ თანასწორობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალის აქტიური მონაწილეობის საჭიროების შესახებ.
მოსწავლეებმა სკოლაში ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის თემატიკაზე პოსტერები გამოფინეს.
იხილეთ ფოტოები