ონის მუნიციპალიტეტის, გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის და ქალთა დღეები ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიებას ორგანიზება მასწავლებლებმა ნანა ბეთხოშვილმა და მარინა მაისურაძემ გაუწიეს.
სკოლის აღსაზრდელებმა დედაზე დაწერილი ლექსები და გამონათქვამები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და დედებსა და მასწავლებლებს დღესასწაული ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს.
“მოსწავლეებმა ლამაზად აღნიშნეს დედის და ქალთა დღეები. ჩვენს ქალბატონებს ბედნიერი და ლაღი ცხოვრება უსურვეს, მადლობა ორგანიზატორ მასწავლებლებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები