ვარდისუბნის სკოლაში მორიგი საინტერესო პროექტი განხორციელდა
01-03-2017

ვარდისუბნის სკოლის საინფორმაციო მენეჯრმა ხათუნი ასანიძემ და 1-ლი კლასის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ლია სარალიძემ პროექტი ''სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები დაწყებით საფეხურზე'' განახორციელეს. 

პროექტი ელექტრონული პროგრამით განხორციელდა. 

როგორც ხათუნი ასანიძე აღნიშნავს, სწავლებისა და განვითარების პროცესის უკეთ წარმართვისათვის, მასწავლებლის მიერ სიტყვიერად მიწოდებული ცოდნა მოსწავლეებს ტესტური დავალების შესრულებით უნდა განემტკიცებინათ:

"მას შემდეგ რაც ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების 0,5 სთ-იანი სწავლება დავამთავრე, პირველ კლასთან ვაგრძელებ თანამშრომლობას. დღეს გაკვეთილზე მე ვიყავი საკლასო ოთახის ტექნოლოგიის ''მენეჯერი'', რომელის ფუნქციაა დაეხმაროს კლასს ტექნიკური ხარვეზის დროს. გაკვეთილის მიზანი იყო, სწავლებისა და განვითარების პროცესის უკეთ წარმართვისათვის, მასწავლებლის მიერ სიტყვიერად მიწოდებული ცოდნა ტესტური დავალების შესრულებით გაგვემყარებინა, გამოვიყენეთ ბუკები. აგრეთვე, მოვახდინეთ კლასის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა მათემატიკაში. წინასწარ მომზადებული ტესტი მასწავლებლის ბუკიდან  ეგზავნება  მოსწავლეებს ბუკებში, ასრულებენ  დავალებას და გადაცემა ხდება უკან, მასწავლებელთან.''

ასევე მშობლებს შეუძლიათ ნახონ სახლში, ბუკებში, მათი შვილების შესრულებული ტესტი.

მოსწავლეებმა გამოავლინეს მათემატიკის კარგი ცოდნა თემაზე ''შეკრება და გამოკლება 20-ის ფარგლებში'' და ტექნოლოგიის უნარ-ჩვევების კარგი ცოდნაც.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203