ახალციხის მუნიციპალიტეტის, ნაოხრების საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები იზეიმეს.
სკოლის აღსაზრდელებმა სააქტო დარბაზში დედათა და ქალთა დღეების აღასანიშნავად ღონისძიება მოაწყვეს.
ღონისძიებაში ყველა საფეხურის მოსწავლე მონაწილეობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე შემოქმედებითი ხასიათის საინტერესო პროგრამით წარსდგნენ.
„მოსწავლეები მისალოცი სიტყვებით, ლექსებითა და სიმღერებით შეეცადნენ წარმოეჩინათ დედის ზრუნვა-ამაგი და ზოგადად, ქალის როლი და შეუცვლელი ფუნქცია კაცობრიობის ცხოვრაბაში. შემოქმედებითი ხასიათის საინტერესო პროგრამით დამსწრე საზოგადოება - მშობლები და სკოლის კოლექტივი, კმაყოფილი დარჩა. მათ ორგანიზატორებს და ბავშვებს სასიამოვნო წარმოდგენისათვის მადლობა გადაუხადეს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები