თბილისის სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ IV კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის ხელმძღვანელობით, პოეზიის საღამო - „გულში გიხუტებ კურთხეულო მინდორ-მთა-ველო“ გამართეს.
ახალგაზრდა თაობას ემიგრანტი პოეტი მარინა ყიფიანი შეხვდა. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა და სტუმრებმა ლექსები წაიკითხეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები