ასპინძის სკოლის ''რა? სად? როდის?'' გამარჯვებულ გუნდს ბროლის ბუ გადასცეს
01-03-2017

ასპინძის სკოლაში ტრადიციად იქცა ყოველი თვის ბოლო პარასკევს ინტელექტუალური თამაშის - ''რა? სად? როდის?'' ჩატარება.

24 თებერვალს მორიგი შეჯიბრი გაიმართა. თამაშში სკოლის უფროსკლასელთა 8 გუნდი და სკოლის ნაკრები მონაწილეობდნენ. შეჯიბრი ძალიან დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა.

ინტელექტუალურ თამაშს მისი ორგანიზატორი და უცვლელი წამყვანი მაია სუარიძე უძღვებოდა, ხოლო ავტორიტეტული ჟიური გუნდების ქულებს აჯამებდა. თამაშის დასასრულს ერთნაირი ქულები აღმოაჩნდა IX  და XI-ა კლასის გუნდებს. გადათამაშებისას გამოვლინდა გამარჯვებული XI-ა კლასის გუნდი და დაეუფლა გარდამავალ პრიზს - ბროლის ბუს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203