ხცისის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეებს კლასის საათი მიუძღვნეს
11-03-2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის, ხცისის საჯარო სკოლის მეორე კლასის ხელმძღვანელმა ლამზირა გოგალაძემ და მისმა მოსწავლეებმა დედისა და ქალთა დღეებს კლასის საათი მიუძღვნეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მეორეკლასელებმა საყვარელ დედიკოებს და მასწავლებლებს დღე ლექსებითა და სიმღერებით გაულამაზეს.

„მასწავლებლებს კითხვა- პასუხის საშუალებით ბავშვობა გაახსენეს - თუ როგორები იყვნენ საყვარელი აღმზრდელები მათ ასაკში. დედებს კი ბავშვობაში ჩადენილ სიცელქეებზე ისტორიები მოაყოლეს. კლასის საათი სასიამოვნო და ხალისიანი გამოვიდა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

ღონისძიება მუსიკალურად მუსიკის მასწავლებელმა მზევინარ ბუბუტეიშვილმა გააფორმა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203