გურჯაანის მუნიციპალიტეტის, არაშენდის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „8 მარტი და გაზაფხული ერთად მოგვილოცია“ გაიმართა.
ღონისძიებას ორგანიზება სკოლის თვითმმართველობამ და მხიარულთა და საზრიანთა კლუბმა „აშენდა“ გაუწია.
ღონისძიებას ხელოვნების პედაგოგი თამარ იაგანაშვილი ხელმძღვანელობდა.
სკოლის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ - დედაზე დაწერილი ლექსები და გამონათქვამები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და სკეტჩები გაითამაშეს.
იხილეთ ფოტოები