წალენჯიხის N7 საჯარო სკოლაში პროექტ-გაკვეთილი - ,,მეგრული სამზარეულო“ ჩატარდა
11-03-2019

წალენჯიხის N7 საჯარო სკოლაში პროექტ-გაკვეთილი - ,,მეგრული სამზარეულო“ ჩატარდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მე-5 კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს მასალები, თუ როგორ მზადდება ელარჯი, ღომი, მეგრული ხაჭაპური და სხვა მეგრული კერძები და მათი მომზადების წესებს გაეცნენ.

„პროექტი საინტერესო იყო, მოსწავლეები თავად მონაწილეობდნენ თითოეული კერძის  მომზადებაში. ჟიურის წევრებმა კერძები დააგემოვნეს და შეაფასეს. პროექტი მნიშვნელოვანია იმ  კუთხითაც, რომ „კეთებით სწავლებას“ უწყობს ხელს და სწავლისადმი მოტივაციას ზრდის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203