თბილისის N153 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მამებს შორის მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი გაიმართა.
ტურნირში პაატა გუგუჩიან (დავით გუგუჩია VIკლ.) გაიმარჯვა. მეორე ადგილი ანდრო მეურმიშვილმა (ანა მეურმიშვილი IVკლ.) დაიკავა. მესამე ადგილზე კი მირზა გელაშვილი (გიორგი გელაშვილი III კლ.) გავიდა. მეოთხე ადგილი გიორგი ხვედელიძემ (დავით ხვედელიძე IV ) და ზვიად ჯაჭვლიანმა (ნიკოლოზ ჯაჭვლიანი Iკლ.) გაინაწილეს.
სკოლა ტურნირის მონაწილეებს და სპორტის პედაგოგ დავით დათუსანს მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები