ხიზაბავრის საჯარო სკოლაში დედის და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
11-03-2019

ასპინძის მუნიციპალიტეტის, ხიზაბავრის საჯარო სკოლაში დედის და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებას მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სკოლის დირექტორმა ა. ადეიშვილმა და პედაგოგმა ლ. მურადაშვილმა. მათ ქალბატონებს დღესასწაული მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

„ღონისძიება გაალამაზეს და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება გააცნეს სკოლის მოსწავლეებმა. განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდნენ პირველი და მეშვიდე კლასების მოსწავლეები, რომლებმაც თავიანთი სათქმელი ლექსებითა და სიმღერებით გამოხატეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203