მარნეულის მუნიციპალიტეტის, ხოჯორნის საჯარო სკოლაში გოგონებს და ბიჭებს შორის კულინარული დუელი გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორი კონსულტანტ-მასწავლებელი ლალი მარგიანი გახლდათ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ორივე გუნდმა თანაბარ პირობებში თანაბარი რაოდენობის პროდუქტებისგან სხვადასხვა კერძები მოამზადა. შეფასდა გემო, დიზაინი და მრავალფეროვნება. უპირატესობა ბიჭების გუნდს ხვდა წილად.
ბიჭების გუნდში მასწავლებლები - ანარ შარიფოვი,მანუკ მანუკიანი და ჰარუთ მკრტჩიანიც იყვნენ ჩართული.
როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, ღონისძიება სახალისო და სასკოლო ცხოვრებაში სიახლე იყო.
იხილეთ ფოტოები