გეგელიძეების საჯარო სკოლაში ელექტრონული რესურსის გამოყენებით ინგლისურ ენასა და ისტორიაში შემაჯამებელი სამუშაო ჩატარდა
ქედის მუნიციპალიტეტის, გეგელიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა ოქრო დავითაძემ და ისტორიის მასწავლებელმა მერაბ ბერიძემ IX-XII კლასებში ელექტრონული რესურსის edmodo-ს გამოყენებით ინგლისურ ენასა და ისტორიაში შემაჯამებელი სამუშაო ჩაატარეს.
ელექტრონული რესურსის გამოყენებით შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარების ინიციატორი ინგლისური ენის (უფროსი) მასწავლებელი ოქრო დავითაძე გახლდათ.
„მოსწავლეებმა უკვე იციან ამ პროგრამის გამოყენება: შესვლა თავიანთ გვერდზე, როგორ შემოუერდნენ მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებას, შედეგების ნახვა. მოსწავლეებში ამ ყველაფრის ცოდნა კი ჩვენი დამატებითი/კლასგარეშე მუშაობის შედეგია. ვფიქრობ, რომ edmodo-ს გამოყენებით შემაჯამებლის ჩატარება ზოგიერთ საგანში კარგი და საინტერესო იქნება. ვცდილობ, რომ ყოველთვის დავნერგო სიახლეები და ეფექტიანი გავხადო თითოეული აქტივობა“, -აღნიშნავს ოქრო დავითაძე.
იხილეთ ფოტოები