ასპინძის საჯარო სკოლაში 8 მარტს გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
თინათინ წითლანაძისა და ლალი თედორაძის ხელმძღვანელობით აქტივობებში მხოლოდ ვაჟები მონაწილეობდნენ, მათ ქალ პედაგოგებსა და სკოლის გოგონებს ლექსები წაუკითხეს, მიუძღვნეს სიმღერები და ცეკვები. გოგონებმა კი მადლობის ნიშნად მუსიკალური ნომერი შეასრულეს.
სკოლის დირექტორმა, კლარა ზედგინიძემ მოსწავლეებს პედაგოგების სახელით მადლობა გადაუხადა და ღონისძიება ძალიან ორიგინალურ და ემოციებით დატვირთულ საღამოდ შეაფასა.
იხილეთ ფოტოები