ცაგერის, ლაცორიის, ბარდნალის, ლაჯანის და დეხვირის საჯარო სკოლების წარდგენილმა ნამუშევრებმა მოსწავლეთა კონფერენციაზე მოწონება დაიმსახურა
11-03-2019

ცაგერის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მოსწავლეთა 73-ე სასწავლო შემოქმედებითი რესპუბლიკური კონფერენციის შესარჩევი ტური გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეთაგან ჟიურის (ირაკლი სილაგაძე-თავმჯდომარე, გოგი კვირკაშვილი,ლელა ლომთაძე,გიული ხეცურიანი,მაია ბრეგვაძე) განსაკუთრებული მოწონება ცაგერის(8), ლაცორიის(1), ბარდნალის(4), ლაჯანის(1) დეხვირის(1) საჯარო სკოლების წარდგენილმა ნამუშევრებმა დაიმსახურა.

რესპუბლიკურ კონფერენციაზე გაიგზავნა: მარიამ უჩაძის მანუშევარი - ,,უკვდავი მესიტყვე“, მარიამ ახვლედიანის - ,,ბავშვი,როგორც სამართლის სუბიექტი“, ნინი ხეცურიანის - ,,ხორბალი წარსულიდან'', ბესიკ სილაგაძის- „დეხვირის ღია მუზეუმში“, ანანო დავითულიანის პროექტი - ,,წიგნიერების ამაღლება მოსწავლეებში, ელენე მუსკუდიანის ,,ლეჩხუმური სამზარეულო“, მარიამ მუშკუდიანისა და თამარ კოპალიანის - ,,პრინციპებს შეწირულები“, ნინი ჩაკვეტაძის - ,,სამოთხე დედამიწაზე“, მიხეილ უჩაძის ,,სიტყვის კრიალოსანი“, ლიზი კოპალიანის -,,სიტყვათწარმოება ლეჩხუმურში“, მარიამ ახვლედიანის - ,,ჩემი კუთხის მეტყველება“, ხატია სვანიძის -,,მათემატიკა ლეჩხუმის ისტორიაში“, მარიამ დავითულიანის, სალომე ხეცურიანისა და სალომე ომონაძის ინგლისურენოვანი ნაშრომები.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია, რესურსცენტრი და მოსწავლეთა სახლი მადლობას უხდის ,,პატარა მეცნიერებს“ დიდი ინტერესისა და ახალი აღმოჩენებისათვის და მათ პედაგოგებს: მაყვალა ხუბუკელაშვილს, ნატო მეშველიანს, შორენა ხეცურიანს, მარიკა ბენდელიანს, მზია ბურჯალიანს, ელვარა ბურჯალიანს, ხათუნა ხეცურიანს, ნათელა ყურაშვილს, დარეჯან გასვიანს, ნანი ქარსელაძესა და ეკატერინე ლარცულიანს სკოლის გარეშე აქტივობებში მაღალი ჩართულობისათვის.

კონფერენციაში გამარჯვებულებს და მათ მასწავლებლებს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია უფასო სასწავლო ექსკურსიით დააჯილდოვებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203