საჩხერის მუნიციპალიტეტის, მახათაურის საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაში სკოლის ყველა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ - დედაზე დაწერილი ლექსები და გამონათქვამები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და თეატრალური წარმოდგენა დადგეს.
იხილეთ ფოტოები