ხულოს მუნიციპალიტეტის კორტოხის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები გადაეცა.
სკოლა წიგნებით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და ხულოს რესურსცენტრმა დაასაჩუქრა.
„ძალიან დიდი მადლობა სამინისტროსა და რესურსცენტრის თითოეულ თანამშრომელს ამ დიდი საჩუქრისთვის და სკოლის წიგნადი ფონდის გამდიდრებისთვის“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები