ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ქვემო მახოს საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის (1-6 კლასის) მოსწავლეებს შორის გამომეტყველებით კითხვის კონკურსი გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა არაერთი ცნობილი პოეტის ლექსი მთელი ემოციითა და გრძნობით წაიკითხეს.
მოსწავლეებში უმნიშვნელო სხვაობით გაიმარჯვა VI კლასის მოსწავლემ ელისო შანთაძემ, რომელიც სკოლას ხელვაჩაურის რესურცენტრის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გამართულ კონკურსში წარადგენს.
სკოლის ადმინისტრაცია ელისოს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები