ბალდის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
12-03-2019

ბალდის საჯარო სკოლაში VIII-XII კლასის მოსწავლეებს შორის ინტელექტუალური თამაში „რა?სად?როდის?“ გაიმართა. 

მოსწავლეებმა 30 შეკითხვას ცოდნის სხვადასხვა სფეროდან უპასუხეს.

თამაში დაძაბულად წარიმართა და გამარჯვებული ჟიურიმ მხოლოდ დამატებითი კითხვის მეშვეობით გამოავლინა.

საბოლოოდ, პირველ ადგილზე გავიდა მეცხრე კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდი.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელი ზაზა მანია.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203