ვანის მუნიციპალიტეტის, ტობანიერის საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 2017 წლის კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცათ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ახალგაზრდებმა წარმატება დედებს მიუძღვნეს, რადგან წარმატების მოპოვებაში დიდი წვლილი სწორედ მათ მიუძღვით.
წარმატებული კურსდამთავრებულების დედებს სკოლის პედაგოგებმა 8 მარტი მიულოცეს და ასეთი შვილების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადეს.
სკოლის 2017 წლის ოქროსმედალოსნები არიან - რეზო ჯოგლიძე, ლელა გიორგაძე და ივერი მეფარიშვილი.
იხილეთ ფოტოები