თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მე-2 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ნინო სამსონაშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ტური მოაწყვეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ტურის ფარგლებში მოსწავლეები თეატრის ისტორიას გაეცნენ, დარბაზები და სამუზეუმო ექსპონატები დაათვალიერეს, რეპეტიციას დაესწრნენ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
სკოლის აღსაზრდელები სასიამოვნო ემოციებით დატვირთული დაბრუნდნენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები