ადიგენის მუნიციპალიტეტის, ბოლაჯურის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი, ლამაზი და საინტერესო სანახაობით წარსდგნენ - დედაზე დაწერილი ლექსები და გამონათქვამები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და დედებსა და მასწავლებლებს დღესასწაული მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები